აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანმა, ანტონი ბლინკენმა ხუთშაბათს რუსეთში მცხოვრებ ამერიკელებს ქვეყნის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდა.
ბლინკენმა Twitter-ზე დაწერა: ”ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული რუსეთის მიერ აშშ-ის მოქალაქე ჟურნალისტის დაკავების გამო. @StateDept-ის უმაღლესი პრიორიტეტია აშშ-ის მოქალაქეების უსაფრთხოება საზღვარგარეთ. თუ თქვენ ხართ აშშ-ის მოქალაქე, ცხოვრობთ ან მოგზაურობთ რუსეთში. -გთხოვ სასწრაფოდ დატოვეთ ქვეყანა.”
ეს განცხადება ბლინკენმა მას შემდეგ გაკეთდა, რაც Wall Street Journal-ის (WSJ) ამერიკელი რეპორტიორი ევან გერშკოვიჩი რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს ინფორმაციას Al-Jazeera ავრცელებს.
განცხადებაში ბლინკენმა აღნიშნა, რომ აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ გავრცელებული ინფორმაციით აშშ-ის მოქალაქე ჟურნალისტის დაკავების გამო.
„ჩვენ ყველა მკაცრად ვგმობთ კრემლის მცდელობას დაახშოს ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ხმები და დასაჯოს ისინი“ - ნათქვამია განცხადებაში.
იმავდროულად, თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინე ჟან-პიერმაც შეშფოთება გამოთქვა რუსეთში ევან გერშკოვიჩის დაკავების გამო. მან ასევე განაცხადა, რომ წუხელ, თეთრი სახლისა და სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირები გაესაუბრნენ გერშკოვიჩის დამსაქმებელს, Wall Street Journal-ს.