ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) აფთიაქებში აბორტის ტაბლეტების გაყიდვა დაუშვა. გადაწყვეტილება FDA-იმ 4 იანვარს მიიღო. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მედიკამენტოზური აბორტისთვის საჭირო ტაბლეტებს ორი ამერიკული კომპანია - Danco Laboratories-ი და GenBioPro აწარმოებენ.
FDA-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, აფთიაქებს აბორტის ტაბლეტების გაყიდვის ნებართვა უნდა მოითხოვონ. რის შემდეგაც, ნებისმიერი აფთიაქი, რეცეპტის საფუძველზე, მსურველისთვის Mifepristone-ის, მედიკამენტოზური აბორტის პრეპარატის, მიყიდვას შეძლებს.
Reuters-ი წერს, რომ FDA-ის ახალი გადაწყვეტილება მედიკამენტური აბორტის აბაბის გაყიდვასთან დაკავშირებით, უფრო ხელმისაწვდომს გახდის ამ პრეპარატს ისეთ შტატებში, სადაც აბორტი ლეგალურია, შტატების თითქმის ნახევარი კი აბორტს საერთოდ კრძალავს ან ზღუდავს.
მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა