JPMorgan Chase & Co-მ აშშ-ს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუარესა. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
ეკონომისტები პროგნოზის გაუარესებას სამომხმარებლო მოთხოვნის შესუსტებას უკავშირებენ.
წლის მეორე ნახევარში JPMorgan ელოდება მშპ-ს 1%-იან ზრდას წლიური თვალსაზრისით, წინა პროგნოზის 2,5%-ის წინააღმდეგ.
„პროგნოზი სახიფათოდ ახლოსაა რეცესიასთან. მაგრამ ჩვენ მაინც ველით ეკონომიკის ზრდას, ნაწილობრივ იმის ფონზე, რომ სამუშაო ადგილები დარჩება სასურსათო მოთხოვნის შემცირების პერიოდშიც კი, - განაცხადა JPMorgan-ის აშშ-ს მთავარმა ეკონომისტმა მაიკლ ფეროლიმ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი პროგნოზირებს, რომ აშშ-ს მშპ-ს ზრდის ტემპი 2022 წელს 2,9%-დან 2023 წელს 1,7%-მდე და 2024 წელს 0,8%-მდე შემცირდება.