„აშშ-ს ფედრეზერვის მიერ საპროცენტო განაკვეთის ზრდა, საქართველოს საინვესტიციო მომხიბვლელობას შეამცირებს“ - გიგა ბედინეიშვილი

„აშშ-ს ფედრეზერვის მიერ საპროცენტო განაკვეთის ზრდა, საქართველოს საინვესტიციო მომხიბვლელობას შეამცირებს“ - გიგა ბედინეიშვილი

access_time2022-01-11 20:00:00

„როგორც კი, აშშ აწევს საპროცენტო განაკვეთებს, განვითარებადი ქვეყნები საინვესტიციო მომხიბვლელობას კარგავენ“, -ამის შესახებ ფინანსისტმა, გიგა ბედინეიშვილმა რადიო ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ განაცხადა.



თუმცა, მისი თქმით, აჟიოტაჟი ამ ამბის ირგვლივ გადაჭარბებულია, რადგან საქართველო არ იყენებს ძალიან დიდ რესურსს, რომლითაც ინვესტიციების მოზიდვა შეუძლია და არ შეიძლება, რამის ფედრეზერვის მიერ საპროცენტო განაკვეთების ზრდისათვის გადაბრალება.



,,იმ შემთხვევაში, თუ ფედერალური სარეზერვო სისტემა დაიწყებს საპროცენტო განაკვეთების ზრდას, რაც მალე მოხდება, მაშინ უპირატესობა, რომელიც განვითარებად ეკონომიკებს გვქონდა, აღარ იქნება. ვგულისხმობ, ინვესტიციებზე უკუგებებს და ა.შ. ამერიკელი ინვესტორის თვალით რომ შევხედოთ, ფული ჩავდო ჩემივე ქვეყანაში და ფაქტობრივად, ვერაფერი ვიშოვო, მაგას ხომ არ ჯობია, რომ ფული საქართველოში ჩავდო, სადაც საპროცენტო განაკვეთები მაღალია. როგორც კი, აშშ აწევს საპროცენტო განაკვეთებს განვითარებადი ქვეყნები ამ მომხიბვლელობას კარგავენ. ეს არის ამ ყველაფრის ლოგიკა, ფედერალური რეზერვების საპროცენტო განაკვეთის ზრდა, ახალი ბაზრების მომხიბვლელობას ამცირებს.




მე თუ მკითხავთ, აჟიოტაჟი ამ ამბის ირგვლივ გადაჭარბებულია. საერთოდ არ არის მოულოდნელი, რომ ზრდა იქნება. აშშ-ში სამარცხვინოდ დაბალი საპროცენტო განაკვეთებია, რაც ჩემი აზრით გაუმართლებელია. პანდემიის გამო პანიკის დროს იმდენად დაწიეს განაკვეთები, რომ აბსურდამდე მივიდა. აშშ-შიც და ევროპაშიც უარყოფითი რეალური საპროცენტო განაკვეთებია (რეალური ანუ მინუს ინფლაცია). შესაბამისად, იმისთვის, რომ ბანკში ფული შეინახო, ფაქტობრივად, იქით უხდი ბანკს ფულს.



ჩვენს ჭრილში რომ შევხედოთ, ფედრეზერვის მიერ საპროცენტო განაკვეთის ზრდა, საქართველოს საინვესტიციო მომხიბვლელობას შეამცირებს. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისედაც ცუდ დღეში ვართ კაპიტალის მოზიდვის კუთხით. არაადეკვატური იქნება რამის ამ თემისთვის დაბრალება, იმდენი შეგვიძლია გავაკეთოთ მეტი ფინანსების მოსაზიდად. ჩვენ რაც შეგვიძლია ის უნდა გავაკეთოთ და არ ვიფიქროთ იმაზე, პაუელი რას აკეთებს“ - განაცხადა ბედინეიშვილმა ,,საქმეში“.



ინფორმაციისთვის, საერთაშორისო სავალუტო ფონდი განვითარებად ეკონომიკებს აფრთხილებს, მოემზადონ აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ საპროცენტო განაკვეთების გაზრდისთვის. როგორც ფონდში განაცხადეს, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ამ ნაბიჯს შესაძლოა, მოჰყვეს რყევები ფინანსურ ბაზრებზე, კაპიტალის გადინება და ვალუტების გაუფასურება.



BPN.GE







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up