აშშ-ს ხაზინამ რუსეთის ცენტრალური ბანკის წინააღმდეგ არსებული სანქციები გააფართოვა და ოქროსთან დაკავშირებულ ნებისმერ ტრანზაქციაზე დააწესა. - ამის შესახებ ინფორმაციას lenta.ru — რია ნოვოსტიზე დაყრდნიბით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით ეს საქნციები ნიშნავს იმას, რომ რუსეთის ცენტრალური ბანკი ოქრსთან დაკავშირებული ტრანზაქციების შესრულებას ვეღარ შეძლებს.
აშშ-ს ხაზინის ახალი სანქციები რუსეთის ათობით თავდაცვის საწარმოსა და სახელმწიფო დუმის 328 დეპუტატს შეეხო. საქციების მიხედვით მათ ეზღუდებათ დასავლურ ტექნოლოგიებსა და ფინანსურ რესურსებზე წვდომა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ამერიკელი სენატორები, აშშ-ს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად განიხილავდნენ კანონპროექტს რუსეთის დაახლოებით 132 მილიარდი დოლარის ოდენობის ოქროს მარაგების დაბლოკვის შესახებ. გარდა ამისა აშშ-მა ცენტრალური ბანკის სავალუტო რეზერვებზე სანქციები უკვე დააწესა .