აშშ-ს მიმართულებით ფრენების დასაწყებად კერძო სექტორი მზად არის, სახელმწიფო -არა - ,,ეარ ჯორჯია“

აშშ-ს მიმართულებით ფრენების დასაწყებად კერძო სექტორი მზად არის, სახელმწიფო -არა - ,,ეარ ჯორჯია“

access_time2022-10-18 21:00:19

ქართულ ავიაკომპანია „ეარ ჯორჯიას“ ტრანსკონტინენტალური ფრენები გასულ აგვისტოში უნდა დაეწყო, თუმცა ბიუროკრატიული პროცედურების გამო, გაურკვეველი ვადით გადაიდო. კომპანიის დამფუძნებელი გიორგი კოდუა „ბიზნესპრესნიუსთან" ამბობს, რომ ტრანსკონტინენტური ფრენებისთვის სახელმწიფო მზად არ არის, პრობლემა კი ნების არარსებობაა.


„საქართველო ამ ეტაპზე ევროპული სტანდარტებით და რეგულაციებით მუშაობს და არ გვაქვს იმპლემენტირებული აშშ-ს ნორმები. ეს რომ, ჩვენ დავნერგოთ, საჭიროა, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დაიწყოს აშშ-ს სტანდარტების დანერგვა, რაც მუშაობის სტანდარტებს და უსაფრთხოებას ეხება. ამერიკის მხარე მზად არის ჩვენთან თანამშრომლობისთვის. საჭიროა, საქართველოს მხრიდან განაცხადის გაკეთება, რაც ამ დრომდე არ მომხდარა. მეორეს მხრივ, საჭიროა აეროპორტს ჰქონდეს გარკვეული უსაფრთხოების ზომები ადაპტირებული იგივე, როგორც ამერიკაშია. საუბარია სკანერებზე, დეტექტორებზე და სხვა სისტემებზე და დანადგარებზე, რომელიც აშშ-ს აეროპორტებთან უნდა იყოს ინტეგრირებული.


ეს ყველაფერი მარტივად მოგვარებადია განაცხადიდან 120 დღეში მისცემენ უფლებას აეროპორტების გაერთიანებას. 60 დღეში მოხდება აეროპორტების გაერთიანების განაცხადის შემოწმების დასრულება. მესამე კომპონენტია, კომპანიები, რომლებსაც 90 დღეში აძლევენ ფრენის უფლებას. ამ სამი აქტორიდან, კერძო სტრუქტურა, ჩვენი ავიაკომპანია წავიდა ყველაზე წინ და უკვე საქართველოში გვყავს საერთაშორისო სტანდარტების თვითმფრინავი, რომელსაც ტრანსკონტინენტური ფრენების შესრულება შეუძლია. ეს უნდა ყოფილიყო საბაბი, დაეწყოთ პროცედურა, მაგრამ ასე არ მომხდარა. მეტიც, მთხოვეს, რომ ამ ეტაპზე თავი შემეკავებინა აშშ-ს რეისების პროცედურების დაწყებისგან. სავარაუდოდ, ეშინიათ, რომ უბრალოდ ვერ გაივლიან ამ პროცედურებს. დამოუკიდებლად კომპანიას არ ძალუძს დაიწყოს ტრანსკონტინენტური ფრენა. ახლა რეალობა ასეთია. ვთვლი, რომ მთავარი ნების არარსებობაა, სხვა ყველაფერი საბაბია და არა მიზეზი“, - განაცხადა კოდუამ ,,ბიზნესპრესნიუსთან“.



ინფორმაციისთვის, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" დირექტორმა, თამარ არჩუაძემ ,,ბიზნეს ფორმულასთან" განაცხადა, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის პირდაპირი ფრენების დანიშვნა უახლოეს მომავალში არ იგეგმება.


"აშშ-ში ფრენების დაწყება საკმაოდ კომპლექსური საკითხია. ამისთვის მზად უნდა იყოს არა მხოლოდ ავიაკომპანია, არამედ მთლიანად ქვეყანაც. უნდა ჩატარდეს აშშ-ს საავიაციო ხელისუფლების საერთაშორისო აუდიტი. შესაბამისად, ეს არის საკმაოდ გრძელვადიანი პროცესი და ამ ეტაპზე ეს პროცესი არ დაწყებულა", - აცხადებს თამარ არჩუაძე.


Bpn.ge


თეგები:
ეარ ჯორჯია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up