აშშ-ის ნედლი ნავთობის მარაგები მოულოდნელად 8,41 მილიონი ბარელით გაიზარდა ერთ კვირაში. ინფორმაცია ამის შესახებ ენერგეტიკის ინფორმაციის ადმინისტრაციამ (EIA) გაავრცელა.
ბენზინის მარაგი 3,48 მილიონი ბარელით გაიზარდა 230,26 მილიონ ბარელამდე, ხოლო დისტილატის მარაგი 1,94 მილიონი ბარელით დაეცა 115,78 მილიონ ბარელამდე.
ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ნავთობის მარაგები შემცირდებოდა 0,593 მილიონი ბარელით, თუმცა მათ მოლოდინი არ გამართლდა.