ბოლო ათწლეულში, აშშ-ს სიძველეთა ტრეფიკინგის განყოფილებამ 4800-ზე მეტი სიძველე ამოიღო, რომელთა საერთო ღირებულება 300 მილიონ დოლარს აღემატება. გამოძიების შედეგად 11 ტრეფიკერი გაასამართლეს და კიდევ ექვსს ბრალი წაუყენეს. ერთ-ერთი ბოლო გახმაურებული გამოძიება მანჰეტენის ხელოვნების დილერ სუბჰაშ კაპურზე იყო, რომელსაც ინდოეთის სასამართლომ, ამ თვის დასაწყისში, ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
Artnews-ი თურქულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ძველი თურქული ქალაქებიდან მოპარული ექვსი რომის იმპერიის პერიოდის არტეფაქტი, რომლებიც კონტრაბანდულად იქნა შეტანილი აშშ-ში, ანტალიის მუზეუმში დააბრუნეს.
ნივთები თურქეთში თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს, მანჰეტენის ოლქის პროკურატურისა და აშშ-ს ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისის ერთობლივი ძალისხმევით დაბრუნდა.
თურქი არქეოლოგი ქალი ჯალე ინანი პირველი იყო, ვინც ამ ექვსი არტეფაქტის წარმომავლობის დამტკიცებას ცდილობდა. აღსანიშნავია, რომ თურქეთის მთავრობა ამ არტეფაქტებს ორმოცდაათი წელი ეძებდა.
თურქეთში დაბრუნებულ არტეფაქტებს შორისაა: რომის იმპერატორ ლუციუს ვერუსის ნატურალური ზომის ბრინჯაოს ქანდაკებას, რომელიც შეფასებულია ჩვენს წელთაღრიცხვამდე I ან II საუკუნეებით; ადრეული რომაული და ელინური პერიოდის ატისის და აპოლონის ფიგურები; ადრეული ბრინჯაოს ხანის კუსურას ტიპის კერპი; ფრიგიის პერიოდის ტერაკოტის ფილა; და რამდენიმე ნაწილად გაჭრილი ოთხკუთხა სვეტიანი საფლავი. ისინი წარმოშობით თურქეთის პროვინციებიდან ბალიქესირიდან, აფიონკარაჰისარიდან და ბურდურიდანაა.
მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა