აშშ-ის უმსხვილესი 350 კომპანიის დირექტორების შემოსავლები 2021 წელს 11%-ით გაიზარდა და ერთ ადამიანზე საშუალოდ 27,8 მლნ დოლარი შეადგინა - ამის შესახებ მოწმობს Economic Policy Institute, EPI ანგარიში.
შედეგად კი ამერიკელი მმართველების საშუალო თვიური ხელფასი 399-ჯერ აღემატება რიგითი თანამშრომლის საშუალო ხელფასს, რაც რეკორდული მაჩვენებელია - წერია ორგანიზაციის ანგარიშში. წინა მაქსიმუმი 2000 წელს დაფიქსირდა, როცა დირექტორის ხელფასი 393-ჯერ მეტი იყო რიგითი თანამშრომლის ხელფასზე.
შედარებისთვის, 1965 წელს ეს სხვაობა იყო მხოლოდ 20-ჯერ მაღალი. ხოლო 1978 წელს დირექტორების ხელფასებმა 1470%-ით მოიმატა.
„დირექტორების ხელფასების ზრდა ხელს უწყობს უთანასწორობას, რომლის შეკავებაც შესაძლებელია, ისე რომ არ დავაზარალოთ მთლიანობაში ეკონომიკა“, - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.
EPI ითვლის ამერიკის მასშტაბით 350 მსხვილი კომპანიის თანამშრომლების ხელფასებს. ის ითვლის როგორც საბაზისო ხელფასს, ასევე ბონუსებს და კომპენსაციებს აქციების სახით.
ამასთან, ორგანზაიციას ანგარიშში არ შეუტანია ილონ მასკის დირექტორობის ხელფასი, რომელიც უზომოდ მაღალი იყო, მან ანაზღაურებისთვის გამოიყენა აქციის ოპციონი 23,5 მლრდ დოლარის ღირებულებაზე, ამან კი მისი შემოსავლები 1000-ჯერ მეტი გახადა, ვიდრე სხვა კომპანიების დირექტორების.