აშშ-ში $13 მილიონით დააჯარიმეს სტუდია, რომელიც ქალებს პორნოფილმებში მოტყუებით იღებდა

აშშ-ში $13 მილიონით დააჯარიმეს სტუდია, რომელიც ქალებს პორნოფილმებში მოტყუებით იღებდა

access_time2020-01-05 19:20:14

კალიფორნიის შტატის სასამართლომ სტუდია Girls Do Porn-ს 22 ქალისთვის 12.7 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა. ამის შესახებ Vice-ი წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ქალებმა სტუდიასთან თანამშრომლობა მაშინ დაიწყეს, როცა მოდელების ძებნის შესახებ განცხადებას გამოეხმაურნენ. მაშინ მათი ასაკი 17-22 წელი იყო. სტუდიამ ყველა მათგანთან კონტრაქტი გააფორმა, თუმცა ქალების თქმით, ზოგს საბუთების ხელმოწერამდე ალკოჰოლი და ნარკოტიკები შესთავაზეს, სხვებს კი ემუქრებოდნენ.

 

სტუდიის თანამშრომლები ქალებს ატყუებდნენ, რომ ფილმები მათი მონაწილეობით ინტერნეტში ვერ მოხვდებოდა და მათ უცხოეთში DVD-დისკებზე გაავრცელებდნენ. ისინი მსახიობებს მათი ანონიმურობის დაცვასაც დაპირდნენ.

 


სინამდვილეში კი სტუდიამ ფილმები უმსხვილეს პორნოგვერდებზე განათავსა, ქალების სახელები კი ვიდეოების კომენტარებში გამოქვეყნდა. მომხდარის გამო ისინი იძულებულები გახდნენ საცხოვრებელი ადგილი და სახელები შეეცვალათ, რამდენიმემ კი თვითმკვლელობა სცადა.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ ქალებს კონტრაქტების წასაკითხად საკმარისი დრო არ მისცეს, ამიტომ საბუთები ყალბად ითვლება. ფულადი კომპენსაციის გარდა სტუდიამ დაზარალებულებს მათი მონაწილეობით ყველა ფოტო და ვიდეომასალა და მათზე საავტორო უფლებებიც უნდა გადასცეს. დაზარალებულები კომპენსაციის სახით 297-547 ათას დოლარს მიიღებენ.

 

სტუდიის მიმართ გამოძიებას FBI ატარებს. 2019 წლის ოქტომბერში დაავალეს კომპანიის თანამფლობელი მეტიუ ისააკ ვოლფი და მსახიობი რუბენ ანდრე გარსია. მათ ბრალს ადამიანებით ვაჭრობაში სდებენ. სტუდიის კიდევ ერთი თანამფლობელმა მაიკლ ჯეიმს პრატმა აშშ დატოვა. ყველა ბრალდებულს სამუდამო პატიმრობა ემუქრება.


Imedinews

თეგები:
აშშ



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up