ტრადიციული ბარბეკიუს ღირებულება, რომელსაც ამერიკელები აშშ-ს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით (4 ივლისი) აწყობენ, წელიწადში 17%-ით 69,68 დოლარამდე (10 ადამიანზე გათვლილი) გაძვირდა. აღნიშნული გამოთვლა სოფლის მეურნეობის ეროვნულმა ფედერაციამ (AFBF) აწარმოა.
გაანგარიშებისას ექსპერტებმა გაითვალისწინეს, რომ ჩვეულებრივ მოქალაქეს, დღესასწაულისთვის მომზადებისას, სურს შეიძინოს:
2 ფუნტი საქონლის ხორცი (0,9 კგ, 11,12 დოლარი); 1 ფუნტი ყველი (450 გრამი, $3,53); 1 შეკვრა ბურგერის ფუნთუშები (1,93$); 1 შეკვრა ქუქი (4,31$); 0,5 გალონი ნაყინი (თითქმის 2 ლიტრი, $5,16); 2 ლიტრი მარწყვი (დაახლოებით 1 კგ, $4,44); 1 ფუნტი ჩიფსი (4,71 დოლარი); 2 ფუნტი ქათმის მკერდი (0,9 კგ, 8,99 $); 3 ფუნტი ღორის სტეიკები (1,5 კგ, 15,26 $); 0,9 კგ შემწვარი ღორის ხორცი ლობიოთი (2,53$); 2,4 ლიტრი ლიმონათი ($4,43) და 2,5 ფუნტი კარტოფილის სალათი (1,1 კგ, 3,27 დოლარი).
ანალიტიკოსების შეფასებით, წლის განმავლობაში ყველაზე მეტად გაძვირდა დაკეპილი ხორცი (36%-ით) და ქათამი (33%). მათ მოსდევს ლიმონათი, რომლის ფასიც 22%-ით გაიზარდა. ამასთან, მარწყვის ღირებულება იმავე პერიოდში მკვეთრად დაეცა - კენკრა 16%-ით გაძვირდა. ამერიკელებს ყველში წელს შარშანდელთან შედარებით საშუალოდ 13%-ით ნაკლების გადახდა მოუწევთ.
მაისში ინფლაციამ შეერთებულ შტატებში 8,6% შეადგინა, რაც ყველაზე სწრაფი ზრდაა 1981 წლის დეკემბრის შემდეგ.