საჰაერო კოსმოსური მექანიკის და მუშაკთა საერთაშორისო ასოციაციამ, რომელიც წარმოადგენს აშშ-ში Boeing-ის სამი ქარხნის 2500-მდე მუშის ინტერესებს, გაფიცვის შესახებ განაცხადა.
Reuters-ის ინფორმაციით, აღნიშნული ქარხნების მუშებს არ აკმაყოფილებთ Boeing-ის წინადადებები შრომითი კონტრაქტისა და საპენსიო გეგმების შესახებ. გაფიცვა 1-ლი აგვისტოს დაიწყება.
აღნიშნული საწარმოები აწარმოებენ სამხედრო თვითმფრინავებს F-15, F-18, T-7A, MQ-25 და განლაგებული არიან ქალაქებში: სენტ ლუისი, სენტ ჩარლზი და მასკუტა.
კომპანია Boeing-ი თანამშრომლებს საპენსიო შენატანებზე ხელფასის 10%-ის დამატებს დაპირდა, გარდა ამისა თანამშრომლები 2023-2024 წლების ხელფასიდან ორ პროცენტიან დანამატსაც მიიღებენ.