ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი ტიპის კორონავირუსის (COVID-19) წინააღმდეგ საბრძოლველად ვაქცინა Novavax-ის გადაუდებელი გამოყენება უკვე მეოთხედ იქნა ნებადართული.
აშშ-ს სურსათისა და წამლების ადმინისტრაციის (FDA) ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვაქცინა Novavax-ის სარგებელი აღემატება რისკებს და ის დამტკიცებულია აშშ-ში გადაუდებელი გამოყენებისთვის 18 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის.
Novavax-ი გახდა მე-4 ვაქცინა, რომელიც 13 ივლისიდან გამოიყენება აშშ-ში დროებითი ნებართვით Covid-19-ის წინააღმდეგ Pfizer-Biontech-ის, Moderna-სა და Johnson & Johnson-ის შემდეგ.
ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მონაცემების მიხედვით, რომელიც აკვირდება COVID-19-ის ვაქცინაციის სტატისტიკას აშშ-ში, კვლავ ჩანს, რომ მოსახლეობის 21,5 პროცენტს არ აქვს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის არც ერთი დოზა მიღებული.