აშშ-ში COVID ვაქცინაცია შესაძლოა ფასიანი გახდეს

აშშ-ში COVID ვაქცინაცია შესაძლოა ფასიანი გახდეს

access_time2022-08-31 19:00:43

2023 წლის იანვრიდან შესაძლოა, რომ აშშ-ის მთავრობამ COVID-19-ის ვაქცინების საკუთარი ფინანსებით შეძენა და მიწოდება შეაჩეროს, რის შედეგადაც ამერიკელებს მოუწევთ ან თავად დაფარონ ვაქცინაციის ხარჯები, ან სადაზღვევო კომპანიებს აანაზღაურებინონ  ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg ავრცელებს.


აშშ-ს ჯანდაცვისა და ადამიანური მომსახურების დეპარტამენტის სტრატეგიული მზადყოფნისა და რეაგირების ოფისის ხელმძღვანელის განმარტებით, აშშ- ის ჯანდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა დანიშნეს შეხვედრა წამლების მწარმოებლების, სახელმწიფო და ადგილობრივი ჯანდაცვის დეპარტამენტების, ჯანდაცვის პროვაიდერებისა და მზღვეველების 100-ზე მეტი წარმომადგენლის მონაწილეობით, რათა განეხილათ მთავრობის გეგმები კოვიდ ვაქცინებისა და თერაპიული საშუალებების კომერციულ ბაზარზე  გადასვლის  შესახებ.

 

მას შემდეგ რაც პანდემია  დაიწყო, აშშ-ს მთავრობა და  ფარმაცევტული კომპანიები COVID-19-ის და მედიკამენტების ფედერალური შესყიდვიდან კომერციულ გაყიდვებზე გადასვლას განიხილავენ, ისევე როგორც ეს სეზონური გრიპის აცრების შემთხვევაში ხდება.

 

„ჩვენ ყოველთვის გვინდოდა კომერციულ ბაზარზე გადასვლა და გარკვეული პერიოდის მერე ვგეგმავდით კიდეც ამას, ბოლო 6 თვის განმავლობაში ეს ვადები დაჩქარდა“ - აღნიშნა ჯანდაცვისა და ადამიანური მომსახურების დეპარტამენტის სტრატეგიული მზადყოფნისა და რეაგირების ოფისის ხელმძღვანელმა დონ ო'კონელი.


 

ო’კონელის თქმით, მას შემდეგ, რაც აშშ-ის მთავრობამ  COVID-ზე რეაგირებისთვის ახალი დაფინანსება მიიღო 530 დღე გავიდა. 2023 წლის მეორე ნახევარში, როდესაც მარაგი ამოიწურება, აშშ ვარაუდობს, რომ  COVID ვაქცინებზე, კერძოდ Pfizer's Paxlovid- ზე თანხის  გადახდას შეაჩერებს.

 

ოპერატიული მოლაპარაკებები  COVID-ის ფონდებთან დაკავშირებით თვეების განმავლობაში შეჩერებული იყო, კონგრესში დემოკრატებმა 15 მილიარდი დოლარის ახალი პანდემიის  ფონდები იმის გამო დაბლოკეს, რომ შეშფოთება სახელმწიფო დახმარებაზე გადმოვიდოდა, ხოლო სენატის რესპუბლიკელებმა ბაიდენის ადმინისტრაციის საიმიგრაციო პოლიტიკის წინააღმდეგობის მოტივით 10 მილიარდი დოლარის პაკეტის  მხარდაჭერაზე უარი თქვეს.


შეერთებულმა შტატებმა  171 მილიონი დოზა მოდიფიცირებული  COVID ვაქცინა შეიძინა, რომლებიც შექმნილია ომიკრონისა და მისი ქვევარიანტებისგან უკეთ დასაცავად. მოსალოდნელია, რომ გამაძლიერებელი დოზები გამოსაყენებლად დამტკიცდება მიმდინარე კვირის ბოლოს და შესთავაზებენ ადამიანებს უფასოდ, როგორც ეს იყო მთელი პანდემიის დროს. მიუხედავად იმისა, რომ მიწოდება არ იქნება საკმარისი ყოველი ზრდასრული ადამიანის ვაქცინაციისთვის, მას შეუძლია დააკმაყოფილოს ადრეული მოთხოვნა.

შეერთებულმა შტატებმა  რესურსების ნაკლებობის გამო უკვე დაიწყო Covid-ის გარკვეული პროდუქტების კომერციულ ბაზარზე გადატანა. აგვისტოს დასაწყისში, Eli Lilly & Co-მ გამოაცხადა, რომ ის covid 19 -ის ვაქცინას უშუალოდ  ჯანდაცვის პროვაიდერებს  მიჰყიდის.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up