კომპანია Ford Motor-ის ახალი ამერიკული ქარხანა წლიურად 500 000 ელექტრომობილის წარმოებას შეძლებს. ეს მას შემდეგ მოხდება, რაც საწარმო სრული სიმძლავრით ამუშავდება. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.
BlueOval City-ის საწარმოო ქარხანა მემფისის მახლობლად, ტენესის შტატში შენდება და Ford-სა და მის სამხრეთ კორეელ პარტნიორს, ელემენტების მწარმოებელ SK On Co-ს - 5,6 მილიარდი დოლარი უჯდებათ.
BlueOval City 2025 წლიდან დაიწყებს ელექტრო პიკაპებისა და ახალი თაობის ელემენტების გამოშავებს. სხვა პროდუქტების შესახებ ჯერ არ გამოცხადებულა.
2026 წელს Ford-ს დაგეგმილი აქვს წელიწადში 2 მილიონი ელექტრომობილის წარმოება და შესაბამის სეგმენტში EBIT მარჟის 8%-ის მიღწევა.
ორშაბათის ვაჭრობისას Ford-ის აქციების ფასი პრაქტიკულად უცვლელია.
bpn.ge