აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ ტეხასის საოლქო სასამართლოსგან მიიღო სანქცირებული რუსული ნავთობკომპანიის, „ლუკოილ“-ის საკუთრებაში არსებული თვითმფრინავის, „ბოინგ 737“-ის დაკავების ორდერი.
იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, ორდერის საფუძველია უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების დარღვევა. კერძოდ, აკრძალულია ამერიკული წარმოების ავიალაინერების ფრენა რუსეთში და რუსეთიდან, „ლუკოილ“-ის თვითმფრინავმა კი, ეს აკრძალვა დაარღვია.
„ლუკოილ“-ის საკუთრებაში არსებული „ბოინგი“ 45 მილიონ დოლარადაა შეფასებული. არსებული ინფორმაციით, თვითმფრინავი ამჟამად რუსეთის ტერტორიაზე იმყოფება. შეტყობინებას ორდერის გაცემის შესახებ, აშშ გაუგზავნის ყველა მოკავშირე და პარტნიორ ქვეყანას.
https://www.radiotavisupleba.ge/