აშშ-ში, ინდიანას შტატში, ავარიის შედეგად, ტრაილერი ორ ხიდს შორის გაიჭედა. ამის შესახებ ინფორმაციას Logist.Today-აქვეყნებს.
სატვირთოს კაბინა ნაწილობრივ წყალში ჩაიძირა და ცეცხლი გაუჩნდა. მძღოლმა კაბინიდან გადმოსვლა და ხიდის საყრდენზე ასვლა მოახერხა. სწორედ იქ იპოვეს ის მაშველებმა.
სატვირთო მანქანის წყლიდან ამოყვანაში მყვინთავები ჩაერთნენ. საბოლოოდ, მათ ტვირთით სავსე მანქანის საავტომობილო ტრასაზე დაბრუნება შეძლეს.
რა გახდა ავარიის მიზეზი, უცნობია. მძღოლი აცხადებს, რომ კონტროლი დაკარგა. მომხდარის გამოძიება გრძელდება. რაც შეეხება მძღოლს, ის მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.