აშშ-ს ინფლაცია გასულ თვეში შემცირდა და მიაღწია ყველაზე დაბალ დონეს ბოლო ორი წლის განმავლობაში.
სამომხმარებლო ფასების ინდექსი მარტის თვეში გაიზარდა 5 პროცენტით წელიწადში, ნათქვამია შრომის სტატისტიკის ბიუროს მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში, რომელსაც Financial Times აქვეყნებს. ეს არის მნიშვნელოვანი შენელება თებერვალში დაფიქსირებულ 6 პროცენტიან მაჩვენებელთან შედარებით და არის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2021 წლის მაისის შემდეგ.
„ინფლაცია ცხადყოფს, რომ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა გვაქვს“, - თქვა სტივენ სტენლიმ, აშშ-ს მთავარმა ეკონომისტმა.
ყოველთვიურად სამომხმარებლო ფასები აშშ-ში მარტში გაიზარდა მხოლოდ 0,1 პროცენტით. წმინდა ინფლაციის დონე კი, რომელიც გამორიცხავს ენერგიისა და სურსათის ფასებს, კვლავ მაღალ ნიშნულზე რჩება და მარტში წლიურად 5.6%-ით გაიზარდა, მიმდინარე წლის თებერვალთან შედარებით კი 0.4%-ით, რაც ეკონომისტების მოსაზრებით, ფედერალურ რეზერვს აიძულებს, მონეტარული პოლიტიკა კვლავ გაამკაცროს.