აშშ-ში იპოთეკურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა - ამის შესახებ ინფორმაციას Freddie Mac-ი ავრცელებს.
ამ დროისთვის 30-წლიანი იპოთეკურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 2,78%-ს შეადგენს. ეს არის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 1971 წლის შემდეგ, როდესაც დაიწყო სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვა საპროცენტო განაკვეთებთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ ერთი წლის წინ 30-წლიან იპოთეკაზე საპროცენტო განაკვეთი 3,69%-ს შეადგენდა.
ამ დროისთვის 15-წლიან კრედიტებზე 2,32%-იანი განაკვეთი მოქმედებს, 5-წლიან იპოთეკაზე 2,89%.
აღსანიშნავია, რომ 2019 წელს 30-წლიან იპოთეკური სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა წლიურად 3,9%-ს, 2018 წელს კი 4,54%-ს.
BPN.GE