აშშ-ში, მერილენდში ქალმა ლატარეაში 3 წლის განმავლობაში მესამედ მოიგო. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
ტელეარხის ცნობით, 61 წლის დიასახლისმა რამდენიმე დღის წინ ადგილობრივ მაღაზიაში ლატარეის 2 გადასაფხეკი ბილეთი იყიდა, რომელთა საერთო ღირებულებაც 10 დოლარს შეადგენდა. ერთ-ერთმა ბილეთმა მას 50 ათასი დოლარი მოუტანა.
ლატარეის კომპანიაში კი აცხადებენ, რომ ქალმა 50 ათასი დოლარი ამ მაღაზიაში ნაყიდი ბილეთებით ბოლო 3 წლის განმავლობაში უკვე მესამედ მოიგო. პირველად მან იღბლიანი ბილეთი 2018 წლის აგვისტოში მოიგო, შემდეგ კი კიდევ 50 ათასი ამავე წლის ოქტომბერში შეხვდა.
თავად ქალი, რომლის ვინაობაც არ საჯაროვდება, ამბობს, რომ მესამე მოგება მისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. „უბრალოდ ვერ ვიჯერებდი, ისევ?!“ - ამბობს ის.
imedinews.ge