აშშ-ის ხელისუფლება ყურადღებით აკვირდება ნებისმიერ მცდელობას, რომელიც ხელს შეუწყობდა რუსეთის ხელისუფლებისთვის სანქციების გვერდის ავლას ოქროს რეზერვების გამოყენებით. ამის შესახებ ამერიკის ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელინმა ამერიკის კონგრესში სენატის საკომიტეტო მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ის ხელისუფლებისთვის ნებისმიერი ოქროსთან დაკავშირებული ტრანზაქცია რუსეთის მონაწილეობით განიხილება როგორც სანქციებისთვის გვერდის ავლის მცდელობა და ის უნდა მოექცეს ვაშინგტონის მიერ მოსკოვისთვის დაწესებულ სანქციებში.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალს ნებისმიერ მცდელობას, რომელიც ჩვენი სანქციებისთვის გევრდის ავლას შეუწყობს ხელს, რუსეთის მონაწილეობით და ოქროს გამოყენებით“, - დასძინა მან.