აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გააუქმა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით „კოვიდ-19“-ის გამო სამი წლის წინ გამოცხადდა, – შესაბამის ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
კორონავირუსის გავრცელების გამო, აშშ-ის მთელი მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების განკარგულება მაშინდელმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 2020 წლის მარტში გასცა.