სამშენებლო კომპანია Acme Brick-ი დემონსტრანტების აგურებით მომარაგებაში არის ეჭვმიტანილი, - ამის შესახებ გამოცემა Business Insider-ი წერს.
სკანდალური ინფორმაცია პირველად სოციალურ ქსელ Twitter-ში ივლისის დასაწყისში გავრცელდა. მასში ნათქვამი იყო, რომ კომპანია დალასში მასობრივი არეულობებისას აგურებს ქუჩებში შეგნებულად ტოვებდა.
Acme Brick-ის ხელმძღვანელობა ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ კომპანია არა ნგრევით, არამედ შენებითაა დაკავებული.
მასობრივი საპროტესტო გამოსვლები აშშ-ში პოლიციელების მიერ 46 წლის აფროამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა. აქციები მასობრივ არეულობებში გადაიზარდა, რის გამოც რამდენიმე ქალაქში კომენდანტის საათის გამოცხადება გახდა საჭირო. სამშენებლო კომპანია Acme Brick-ი მილიარდერ უორნერ ბაფეტის საინვესტიციო ჰოლდინგ Berkshire Hathaway-ში შედის.
Imedinews