აშშ-ში ახალი სამუშაო ადგილები კვლავ სწრაფი ტემპით იქმნება, უმუშევრობის დონე კი დაბლა იწევს და გასულ თვეში 3.5%-მდე შემცირდა, რაც ფედერალურ რეზერვს (Fed) ხელს აძლევს, საპროცენტო განაკვეთები ისევ გაზარდოს და მონეტარული პოლიტიკა გაამკაცროს.
შრომის დეპარტამენტის ახალი მონაცემებით, მარტში ქვეყანაში 236,000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, რაც ჩამორჩება თებერვალში დაფიქსირებულ 326,000-იან მაჩვენებელს, თუმცა მაინც მაღალ ნიშნულზეა.
საშუალო საათობრივი გამომუშავება მარტში 0.3% გაიზარდა თებერვალში 0.2%-იანი ზრდის შემდეგ.
ფედერალური რეზერვი ახლა ინფლაციის მაჩვენებლის გამოქვეყნებას ელოდება, რათა სამომავლო მონეტარული პოლიტიკა განსაზღვროს. Fed-მა ბოლო სხდომაზე საპროცენტო განაკვეთები 25 პროცენტული პუნქტით გაზარდა. გასული წლის მარტის შემდეგ კი განაკვეთები 475 პროცენტული პუნქტით, 4.75-5.00%-მდეა გაზრდილი.