აშშ-ში ფედერალური სტატისტიკის ბიუროს ინფორმაციით, იანვარში ქვეყანაში უმუშევრობის დონე 0.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 3.4%-იან ნიშნუპს მიაღწია, რაც 1970 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
ანალიტიკოსები იანვარში უმუშევრობის დონის ზრდას პროგნოზირებდნენ, თუმცა საპირისპიროს აჩვენებს ოფიციალური მონაცემები.
გასულ თვეში აშშ-ში 517,000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.
უმუშევრობის შემცირება FED-ს იმის საშუალებას აძლევს, რომ ინფლაციის დასაძლევად მონეტარული პოლიტიკა იმაზე უფრო მეტად გაამკაცროს, ვიდრე ამას თავდაპირველად გეგმავდა; უმუშევრობის დონის ზრდას კი საპირისპირო გავლენა აქვს.