კალიფორნიის ფინანსური დაცვისა და ინოვაციების დეპარტამენტმა აშშ-ს ერთ-ერთი უდიდესი ბანკი Silicon Valley Bank (SVB) დახურა. ამის შესახებ Bloomberg იტყობინება.
SVB სპეციალიზებულია ტექნოლოგიების დამწყებებთან მუშაობაში. ის, კომერციულ ბანკებს შორის, აქტივების მხრივ მე-16 ადგილს იკავებდა შეერთებულ შტატებში.
Bloomberg-ის ცნობით, SVB-ის აქტივები გაოთხმაგდა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში და 2022 წელს ის 40 მილიარდ დოლარზე მეტად შეფასდა.
SVB-ის პრობლემები დაიწყო Silvergate Bank-ის დახურვის შემდეგ, რომელიც უკავშირდებოდა კრიპტოვალუტებს და ინვესტირებას ახორციელებდა სტარტაპებში. შიშის გამო, ინვესტორებმა დაიწყეს აქციების გაყიდვა, ხოლო მეანაბრეებმა - სახსრების გატანა მათი ანგარიშებიდან. SVB-ის აქციები 60%-ზე მეტით ჩამოშალა და 10 მარტს ვაჭრობა საერთოდ შეჩერდა.
SVB უმსხვილესი ბანკია, რომელიც აშშ-ში 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ გაბანკროტდა. ის გახდა მეორე უმსხვილესი გაკოტრებული ბანკი ამერიკის ისტორიაში Washington Mutual Bank-ის შემდეგ. SVB ახლა დეპოზიტების დაზღვევის ფედერალური კომისიის კონტროლის ქვეშ იმყოფება. ორგანიზაციის დარჩენილი კაპიტალი მოხმარდება დეპოზიტორების კომპენსაციას და გადასახადებს.