შეერთებულ შტატებში კორონავრუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა ზრდასრული ადამიანების 75% –მა მიიღო, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრში განაცხადეს.
სააგენტოს ცნობით, მინიმუმ ერთი დოზით 193 798 688 ადამიანია აცრილი, 165 947 460 მოქალაქე კი, ანუ ზრდასრული მოსახლეობის 64.3%, სრულად არის ვაქცინირებული.
აშშ-ში საერთო ჯამში, კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების 375 995 378 დოზაა გამოყენებული.
ეს მონაცემები მოიცავს ინფორმაციას „მოდერნას“, „ფაიზერ/ბიონტექისა“ და „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინების ადმინისტრირების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ში, „ფაიზერის“ ან „მოდერნას“ დამატებითი, ე.წ. „ბუსტერ“ დოზა 13 აგვისტოდან დღემდე 1.4 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს მიღებული.
ipn.ge