აშშ-ს ელჩმა სომხეთში კრისტინა ქვინმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ერევანთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაფართოებას გეგმავს. ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის იუწყება.
„დიდი გამოწვევების მიუხედავად, მე მჯერა, რომ ორმხრივი მუშაობით, ჩვენ შევძლებთ სომხეთის გაძლიერებას. აქ იგულისხმება თანამშრომლობის განვითარება საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფარგლებში, თავდაცვის და სხვა სფეროებში,“ - თქვა დიპლომატმა. მან ასევე განაცხადა, რომ აშშ ხელს შეუწყობს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობის დამყარებას.
ამას გარდა, 20 თებერვალს არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში საერთაშორისო თავდაცვის ფორუმ - IDEX და NAVDEX 2023-ზე ერთმანეთს შეხვდნენ სომხეთის თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი და აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის და უსაფრთხოების სააგენტოს დეპარტამენტის დირექტორი ჯიმ ჰარში. რუსული მედიის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.