შეერთებული შტატები თურქმენეთს ევროპისთვის გაზის მიწოდებაში დაემხარება. ამის შესახებ აშხაბადში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ სამხრეთ და ცენტრალური აზიის საკითხთა ბიუროში, დონალდ ლუმ განაცხადა, რასაც „ტასი“ ავრცელებს.
მისი თქმით, შეერთებული შტატები საკუთარი ჭარბი მარაგის გამო თურქმენულ გაზს არ იყიდის, თუმცა მზად არის, ევროპაში მის ექსპორტს ხელი შეუწყოს. ამ მიზნით ამერიკელი დიპლომატი ოფიციალურ აშხაბადს ტრანსანატოლიის გაზსადენის გამოყენებას სთავაზობს, რომელიც გაზის სამხრეთ დერეფნის პროექტის ნაწილია და ევროპაში აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირებას ეწევა.
დონალდ ლუ აცხადებს, რომ ამერიკის ხელისუფლება თურქმენეთის ეკონომიკას, USAID-ისა და სხვა პარტნიორების მეშვეობით, ყოველწლიურად, დაახლოებით, 7 მლნ დოლარის ფინანსურ დახმარებას უწევს.