დახმარების ახალი პაკეტის შესახებ განცხადება პარასკევს, გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის თეთრ სახლში ვიზიტის დროს გაკეთდება.
პაკეტში HIMARS-ისა და სხვადასხვა საარტილერიო სისტემების საბრძოლო მასალა, მათ შორის - დაჯავშნილი ხიდგამდები მანქანები შევა.
უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტის შესახებ განცხადება აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ, მაგრამ მას არ დაუკონკრეტებია რა ღირებულების საბრძოლო მასალაზე იყო საუბარი.