აშშ უკრაინას 400 მლნ დოლარის ღირებულების 31 Abrams-ის ტანკს გადასცემს. როგორც Bloomberg-ის ჟურნალისტი ჯორდან ფაბიანი წერს, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის 31 ერთეული „M1 აბრამსის“ გადაცემას გეგმავს.
ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ოფიციალურად M1 Abrams-ის ტანკების გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადება ოთხშაბათს თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის დაგეგმილი სიტყვით გამოსვლის დროს არის მოსალოდნელი.
ცნობისთვის, ცნობილი გახდა, რომ ევროპული ქვეყნები “სატანკო კოალიციის” ფარგლებში უკრაინისთვის 80 Leopard 2-ის ტანკის გადაცემას აპირებენ.