ამერიკის კონგრესმა წარადგინა კანონპროექტი 2023 წლის საჯარო დაფინანსების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს 44.9 მილიარდი დოლარის დახმარების უკრაინისა და ნატოს მოკავშირეებისთვის გადაცემას. ამ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
$1.7 ტრილიონიანი სახელმწიფო დაფინანსების კანონპროექტი რეკორდულ სამხედრო ხარჯებს მოიცავს.
Reuters წერს, რომ აშშ წელს რეკორდულ, 858 მილიარდი დოლარის თავდაცვის ბიუჯეტს დამტკიცებს, შარშანდელი 740 მილიარდი დოლარის ნაცვლად.
სენატისა და წარმომადგენელთა პალატის ლიდერებს სურთ მიიღონ კანონპროექტი და პრეზიდენტ ჯო ბაიდენს კვირის ბოლომდე გაუგზავნონ, რათა დარწმუნდნენ, რომ მთავრობის საქმიანობაში შეფერხებები არ იქნება.
წყარო: https://realpolitika.ge