CNN-ი თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება, რომ აშშ უკრაინაში Patriot-ის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს.
“ყველა შესაძლებლობას განვიხილავთ, რომელიც უკრაინელებს რუსული თავდასხმებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში დაეხმარება, ამიტომ ყველა შესაძლებლობა მაგიდაზეა, და ჩვენ განვიხილავთ, რისი გაკეთება შეუძლია შეერთებულ შტატებს, რისი გაკეთება შეუძლიათ ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებს, განვიხილავთ შესაძლებლობების კომბინაციებს, რომლებიც სასარგებლო იქნებოდა”, - განუცხადა მაღალჩინოსანმა CNN-ს.
ასევე, პენტაგონის მაღალჩინოსანმა დასძინა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვა აშშ-სთვის “მთავარ პრიორიტეტს” წარმოადგენს.