შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი მიესალმება უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებას, რომელსაც რუსეთი და უკრაინა დღეს მოაწერენ ხელს.
"მივესალმებით ამ შეთანხმების გამოცხადებას პრინციპში, მაგრამ რაზეც ახლა ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ არის ის, რომ რუსეთი ანგარიშვალდებული იყოს შეთანხმების შესრულებაზე და უკრაინული მარცვლეულის მსოფლიო ბაზრებზე გასვლისვლაზე", - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა.
შეგახსენებთ, უკრაინა, რუსეთი, თურქეთი და გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით შეთანხმებას დღეს თურქეთში მოაწერენ ხელს.
ipn.ge