სააგენტო Reuters -ის ცნობით, პენტაგონი განიხილავს „ბოინგის წინადადებას უკრაინისთვის იაფი, მცირე ზომის ზუსტი ბომბების მიწოდებაზე, რომელთა გამოყენებაც შეიძლება არსენალში უხვად არსებული რაკეტებით - ეს კიევს მისცემს შესაძლებლობას, შეტევები განახორციელოს რუსეთის არმიის განლაგების ხაზის მიღმა.
აშშ-ის და მისი მოკავშირე იარაღის მწარმოებელი კომპანიების შესაძლებლობები იწურება, უკრაინას კი კიდევ უფრო დახვეწილი იარაღი ესაჭიროება, გაგრძელებული ომის ფონზე. „ბოინგის“ მიერ შეთავაზებული გეგმა ერთ-ერთია ექვსამდე წინადადებიდან, რომლებიც განიხილება წარმოებისთვის, რათა უკრაინას და აშშ-ის აღმოსავლელ ევროპელ მოკავშირეებს ახალი შეიარაღება მიეწოდოს - აუწყეს როიტერსს წყაროებმა.
ბოინგის მიერ შეთავაზებული იარაღის, იგივე ხმელეთიდან გაშვებული მცირე დიამეტრის ბომბის (GLSDB) უკრაინისთვის მიწოდება, შესაძლოა, უკვე 2023 წლის გაზაფხულზე გახდეს შესაძლებელი, იუწყება როიტერსი.