აშშ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების 2.6 მლრდ დოლარიან პაკეტს ამზადებს, ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
დახმარების პაკეტი მოიცავს სათვალთვალო რადარებს, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, საწვავმზიდ სატვირთო მანქანებს, ასევე სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალას, მათ შორის სატანკო საბრძოლო მასალებს, მაღალი სიზუსტის საავიაციო საბრძოლო მასალებსა და ჭურვებს NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის.
პაკეტი ორ ნაწილიანია: 2.1 მილიარდი დოლარი, „უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივისგან“ ფინანსდება, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციას საშუალებას აძლევს, იარაღი მწარმოებლებისგან შეიძინოს და არა აშშ-ის სამხედრო მარაგებიდან მიაწოდოს უკრაინას. მეორე - 500 მლნ აშშ დოლარი კი აშშ-ის პრეზიდენტის ფონდებიდან დაფინანსდება.