შეერთებული შტატები იმედოვნებს, რომ საუდის არაბეთს და OPEC+ის ალიანსი გაზრდიან ნავთობის მოპოვებას მომდევნო რამოდენიმე კვირის განმავლობაში. აღნიშნული განცხადება გააკეთა ვაშინგტონში ჟურნალისტებთან რეგულარული ბრიფინგის ფარგლებში თეთრი სახლის ადმინისტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა კარინ ჟან-პიერმა.
საუდის არაბეთმა განაცხადა, რომ იმუშავებს ნავთობის მოპოვების სიმძლავრეების გაფართოებაზე.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთი "OPEC +"-ის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა. ვაშინგტონი მიესალმება საერთაშორისო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას, ენერგორესურსების მოპოვების 50%-ზე მეტით გაზრდის შესახებ 2022 წლის ივლისსა და აგვისტოში დაგეგმილ მაჩვენებელთან შედარებით. კარინ ჟან-პიერმა განმარტა, რომ საუბარია უახლოეს კვირებზე.