ბაიდენის ადმინისტრაცია ვენესუელას ავტორიტარულ რეჟიმზე დაწესებული ეკონომიკური სანქციებიs შემსუბუქებისთვის ემზადება და ამერიკულ ნავთობკომპანიებს ქვეყანაში მუშაობის საშუალება მისცემს, - ამის შესახებ ინფორმაციას WSJ ავრცელებს. მათვე ინფორმაციით სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ მადუროს მთავრობამ ოპოზიციასთან მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების ყველა დემოკრატიული სტანდარტით ჩატარების თაობაზე მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს. შეთანხმების დადასტურების შემთხვევაში Chevron-ს და რამდენიმე სხვა ამერიკულ ნავთობკომპანიას ქვეყანაში საქმიანობის განახლების საშუალება მიეცემა.
ბაზარზე ვითარების მკვეთრი გაუმჯობესების შესაძლებლობის მიუხედავად, ამგვარი შეთანხმება ვენესუელის მთავრობასთან გლობალურ ბაზრებზე დადებითად იქნება აღქმული, რომ მომავალში მიწოდების ახალი წყაროს პოვნა იქნება შესაძლებელი.
ეს შესაძლოა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მას შემდეგ, რაც 5 ოქტომბერს OPEC+-ის კლუბის ქვეყნები ნავთობის მოპოვების არსებით შემცირებაზე შეთანხმდნენ, რაც თავის მხრივ ნავთობის ფასის კლებით არის განპირობებული. მოსალოდნელია, რომ შეთანხმების დეტალები მიმდინარე თვეშივე გახმოვანდება.
1999-იან წლებში ვენესუელა მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობმომპოვებელი სახელმწიფო იყო - ქვეყანა დღეში 3.2 მილიონ ბარელ ნავთობს მოიპოვებდა. მიუხედავად ამისა ბოლო ათწლეულებში სახელმწიფოს ზედმეტმა ჩარევამ, კორუფციამ, ინვესტიციების სიმცირემ და მთავრობის არაკომპეტენტურობამ პრაქტიკულად გაანადგურა ქვეყნის საწარმოო სიმძლავრეები.