დღეს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ის ითხოვს საჯარო კომენტარებს ხელოვნური ინტელექტის (AI) სისტემების ანგარიშვალდებულებაზე, რადგან არსებობს ვარაუდი, რომ მას ეროვნულ უსაფრთხოებასა და განათლებაზე გავლენა აქვს.
ChatGPT, ხელოვნური ინტელექტის პროგრამა, რომელმაც ცოტა ხნის წინ მიიპყრო საზოგადოების ყურადღება კითხვების ფართო სპექტრზე პასუხების სწრაფად დაწერის უნარის გამო, ამავდროულად აღმოჩნდა ამერიკელი კანონმდებლების ყურადღების ცენტრშიც, რადგან ის გახდა ისტორიაში ყველაზე სწრაფად მზარდი სამომხმარებლო აპლიკაცია. მას ყოველთვიურად 100 მილიონი აქტიური მომხმარებლი ჰყავს.
სატელეკომუნიკაციო და ინფორმაციის ეროვნულ ადმინისტრაციას (NTIA), რომელიც თეთრ სახლს ტელეკომუნიკაციებისა და საინფორმაციო პოლიტიკის საკითხებში რჩევებს აძლევს, სურს ხელოვნური ინტელექტის სანდოობის გამოკვლევა.