ავსტრალიაში Asia Pacific Screen Awards-ის დაჯილდოვების საზეიმო ცერემონია ონლაინ გაიმართა, სადაც საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ჯილდო გადაეცა მერაბ ნინიძეს ალექსეი გერმანის (უმცროსის) ფილმში House Arrest შესრულებული მთავარი როლისთვის, - ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
ამავე ნომინაციაში წარდგენილი იყო ლევან თედიაშვილი (ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“, რეჟისორი ლევან კოღუაშვილი).
ცერემონიის მსვლელობისას რეჟისორმა დეა კულუმბეგაშვილმა APSA Academy Film Fund-ის გრანტი მიიღო თავისი მომავალი ფილმის პროექტისთვის Historia.
imedinews.ge