„ასკანელი ძმებმა“ „ბადაგონზე“ 10 მლნ ლარით მეტი მოგება მიიღო

„ასკანელი ძმებმა“ „ბადაგონზე“ 10 მლნ ლარით მეტი მოგება მიიღო

access_time2022-11-15 11:00:09

2022 წლის უმსხვილეს ღვინის ექსპორტიორთა ხუთეულში ტრადიციულად სს „ბადაგონი“ და შპს „ასკანელი ძმები“ არიან. კომპანიების ანგარიშგების მიხედვით, გასულ წელს შპს ,,ასკანელი ძმების“ წმინდა მოგება 62.3%-ით გაზარდა და 17 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო სს „ბადაგონის“ წმინდა მოგება 7 მლნ ლარი იყო, რაც თითქმის 35%-ით მეტია 2020 წლის მაჩვენებლებთან შედარებით.


განსხვავებული იყო კამპანიების შემოსავლებიც. „ბადაგონის“ შემოსავალმა 47.81 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც 47.8 მლნ ლარი კომპანიამ საქონლის გაყიდვებიდან მიიღო. „ასკანელი ძმების“ ამონაგებმა კი 85 მლნ ლარს გადააჭარბა, კომპანიის ამონაგების არსებითი ნაწილი (83%-მდე) ფორმირდება რუსეთის და უკრაინის ბაზარზე პროდუქციის მიწოდებით.


„ასკანელი ძმების“ კაპიტალი 2021 წელს 57მლნ ლარი იყო, აქტივების მოცულობა კი 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კომპანიამ 62%-ით 132.4 მლნ ლარამდე გაზარდა. 6.8 მლნ ლარამდე გაიზარდა თანამშრომელთა ხელფასები და სარგებელი.


„საომარი მოქმედებების დაწყებისას მნიშვნელოვნად შემცირდა პროდუქციის მიწოდება, თუმცა მოგვიანებით ის ნაწილობრივ ან მთლიანად აღდგა. ვინაიდან რუსული კომპანიებისა და ბანკების ნაწილზე გავრცელებულია საერთაშორისო სანქციები, მოსალოდნელია რუსეთის ფედერაციაში დაფუძნებული კომპანიების ფინანსური სტაბილურობა ეჭვქვეშ დადგეს, რაც თავის მხრივ ზრდის რისკს ამ კომპანიებმა ვერ შეასრულონ კომპანიის წინაშე არსებული ვალდებულებები. აღნიშნული რისკი კომპანიის გრძელვადიანი ფინანსური სტაბილურობის მნიშვნელოვანი ფაქტორია“, აღნიშნულია „ასკანელი ძმების“ ანგარიშში.



რაც შეეხება „ბადაგონმა“, 2021 წელს კომპანიამ 31.3 მლნ ლარამდე გაზარდა კაპიტალი, ხოლო 59.2 მლნ ლარამდე აქტივები. კომპანიამ 24.3%-ით, 5 მლნ ლარამდე გაზარდა თანამშრომელთა ხელფასები.


მიმდინარე წელს კომპანია „ბადაგონი“ გეგმავს ინვესტიცია ჩადოს ვენახის აქტივებში და გამოიყენოს საკუთარივაკანტური მიწები. უკრაინის ომის ფონზე კომპანია გეგმავს მიმდინარე გაყიდვების შენარჩუნებას. მენეჯმენტი ასევე შეეცდება პროდუქციის სხვადასხვა პორტფელისა და
ბაზრის განვითარების გაზრდას. იგეგმება გაყიდვების გაზრდა ჩინეთში.












„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up