ასოციაცია: 2022 წელს საქართველოში ტექინსპექტირება ავტომობილების ნახევარმა გაიარა

ასოციაცია: 2022 წელს საქართველოში ტექინსპექტირება ავტომობილების ნახევარმა გაიარა

access_time2023-01-05 22:59:23


2022 წელს ტექინსპექტირება საქართველოში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებების ნახევარმა გაიარა. მეორე ნახევარი კი ტექინსპექტირებაზე არ მივიდა. ამის შესახებ „საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ თავმჯდომარემ ვაჟა იორდანიშვილმა განაცხადა.



მისი განმარტებით, გასულ წელს პირველადი ტექინსპექტირების დროს დაახლოებით 250 000 ავტომობილი დახარვეზდა, რაც ტექინსპექტირება გავლილი სატრანსპორტო საშუალებების 30%-ია.



„პიკური პერიოდი 2019 წელი იყო, როდესაც ტექინსპექტირების რეფორმა სრულმასშტაბიანად ამოქმედდა. მაშინ ტექინსპექტირება დაახლოებით 788 000-მა სატრანსპორტო საშუალებამ გაიარა, პანდემიურ 2020 წელს 550 000 სატრანსპორტო საშუალებაზე იყო საუბარი, 2021 წელს კი - 750 000 სატრანსპორტო საშუალებაზე. 2022 წლის მონაცემები ჯერ სრულად არ გვაქვს, თუმცა იგივე ნიშნულზე გავდივართ, რაც 2019 წელს იყო - დაახლოებით 790 000 სატრანსპორტო საშუალება. ეს რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებების ნახევარია, რადგან თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებს დავეყრდნობით, ქვეყანაში 1 მლნ 500 ათასი სატრანსპორტო საშუალებაა რეგისტრირებული.



პირველადი ინსპექტირებისას ავტომობილების დაახლოებით 30% ხარვეზდება, საბოლოო ჯამში 790 000-დან, პირველად ინსპექტირებაზე 250 000 ავტომობილი დახარვეზდა“, - განაცხადა ვაჟა იორდანიშვილმა.




აღსანიშნავია, რომ 2023 წლის პირველი თებერვლიდან ავტომობილების განმეორებითი ტექინსპექტირება ფასიანი ხდება. ვაჟა იორდანიშვილი იმედოვნებს, რომ ეს გარემოება პირველადი ინსპექტირებისას დახარვეზებული ავტომობილების რაოდენობას შეამცირებს.



„ვვარაუდობთ, რომ დახარვეზების მაჩვენებელი დაიკლებს, რადგან მძღოლები უფრო მეტი გულისყურით მოეკიდებიან, რომ პირველადი ინსპექტირებისას ავტომობილი ელემენტარულ პარამეტრებზე არ დახარვეზდეს“, - აღნიშნა „საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ თავმჯდომარემ.  



მისი თქმით, სტატისტიკა აჩვენებს, რომ მძღოლებს ურჩევნიათ, ჯარიმა გადაიხადონ, ვიდრე გამართული ავტომობილით გადაადგილდებოდნენ.



businessformula.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up