ასოციაცია: ცემენტის 400 ნიმუშიდან 65% ევროპულ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს

ასოციაცია: ცემენტის 400 ნიმუშიდან 65% ევროპულ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს

access_time2022-08-02 00:00:00

საქართველოს ცემენტის ასოციაციის ინფორმაციით, 2017 წლის იანვრიდან საქართველოს ცემენტის ასოციაციამ სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო მასალების აკრედიტებულ ლაბორატორიებში ცემენტის 400-მდე ნიმუშის ტესტირება მოახდინა.


კვლევის მიხედვით, დაახლოებით ერთი მესამედი (35%) აკმაყოფილებს ან აჭარბებს ევროპული სტანდარტების მოთხოვნებს (EN197-1 და EN413). საგანგაშოა, რომ 65%-მა ვერ დააკმაყოფილა EN სტანდარტის მოთხოვნები - რაც დამაჯერებელი მტკიცებულებაა იმისა, რომ მომხმარებლები ჯერ კიდევ მოტყუებული რჩებიან როგორც სამშენებლო უსაფრთხოების, ისე ფასის თვალსაზრისით.


მე-12 ფარული ტესტირების შედეგად - 20 ნიმუშიდან, რომელთაც ვერ დააკმაყოფილეს სტანდარტის მოთხოვნები, 75% წარმოებულია ქართული მცირე ქარხნების მიერ აზერბაიჯანული კლინკერის გამოყენებით, მათ შორის ექვსმა კრიტიკულად დაბალი 28-დღიანი სიმტკიცე კუმშვაზე (<15 მპა) აჩვენა.


12 ნიმუშიდან ხუთი (42%) წარმოებულია ქართული მცირე ქარხნების მიერ აზერბაიჯანული კლინკერის გამოყენებით, ხოლო 4 ადგილობრივი მწარმოებლის მიერ ადგილობრივი კლინკერის ბაზაზე.


ყოველივე ზემო აღნიშნული მიანიშნებს რომ მომხმარებლები დაბალი ხარისხის ცემენტში იხდიან უფრო მეტს:


ხარისხიანი შეფუთული ცემენტის ფასი ~16 ₾/ტომარა


ცემენტი რომელიც ვერ აკმაყოფილებს სტანდარტს ~15 ₾.


კრიტიკულად დაბალი ხარისხის ცემენტის ფასი ~17 ₾.



ასოციაციის ინფორმაციით, საშუალოდ მომხმარებელმა თითო უხარისხო ტომარაზე დაზოგა 22%, თუმცა საშუალოდ 50% ით ნაკლიებ ხარისხიანი პრდუქტი მიიღო.


„სტატისტიკა ამყარებს ზემოაღნიშნულ დასკვნებს და მოიცავს საქართველოს ყველა რეგიონს. მე-12 ფარული ტესტირებისთვის შეფუთული ცემენტის ტომრები თბილისში, რუსთავში, მარნეულში, გორში, ქარელში, ბათუმსა და აგარაში შეიძინეს. შემოწმებული 32 ნიმუშიდან 24 წარმოებულია 12 ადგილობრივი კომპანიის მიერ, 8 - ოთხი თურქული კომპანიის მიერ. 1 ნიმუშის მწარმოებელი უცნობია, რადგან მათ ტომარაზე მწარმოებელზე ინფორმაცია არ მოიპოვებოდა.


2022 წლის შედეგები კვლავ ადასტურებს შემაშფოთებელ ტენდენციას, რომლის მიხედვითაც, სამშენებლო სეზონის პიკის პირობებში ბაზარზე ხელმისაწვდომია უვარგისი და კრიტიკულად დაბალი ხარისხის შეფუთული ცემენტი, გაზრდილი ოდენობით.


საქართველოს ესაჭიროება ხარისხიანი სამშენებლო მასალა სამართლიან ფასად.


მომხმარებელი მშვიდად უნდა გრძნობდეს თავს, რომ ასეთი პროდუქციის შეძენისას მას არ ატყუებენ.


მთავრობამ პროაქტიულად უნდა უზრუნველყოს სამართლიანი ვაჭრობის პრაქტიკის შესრულება და მომხმარებელთა უსაფრთხოება,“-აცხადებენ ასოციაციაში.


მათივე ინფორმაციით,კვლევის დეტალური შედეგები, მათ შორის კომპანიების სახელები და მათ შესახებ ინფორმაცია, გადაეგზავნება პასუხისმგებელ უწყებებს - მათი მოთხოვნის საფუძველზე - შემდგომი ქმედებების უზრუნველსაყოფად.


„იმისათვის, რომ საქართველოს ჰქონდეს სამშენებლო მასალების ჯანსაღი სექტორი, რომელიც მდგრადად უზრუნველყოფს სამუშაო ადგილების მნიშვნელოვან რაოდენობას, საქართველოს ცემენტის ასოციაცია ასევე ხელს უწყობს:


ცემენტის და ბეტონის გამოყენების მაქსიმალურ უზრუნველყოფას, სადაც ამის შესაძლებლობა არსებობს;


გარემოსდაცვითი, ეტიკეტირებისა და სამუშაო ადგილის უსაფრთხოების თანაბარ უზრუნველყოფას ყველა მწარმოებლის შემთხვევაში;


მოცემული სექტორის ეკონომიკური ეფექტურობის გაზრდას,“-ნათქვამია ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


business-partner.ge



თეგები:
ცემენტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up