ასოციაცია: ფალსიფიკაცის რისკის გამო, თურქეთიდან წამლების იმპორტი უნდა გაკონტროლდეს

ასოციაცია: ფალსიფიკაცის რისკის გამო, თურქეთიდან წამლების იმპორტი უნდა გაკონტროლდეს

access_time2022-03-09 10:30:00

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თუქეთიდან საქართველოში GMP-ის სტანდარტის იაფი მედიკამენტები შემოვიდა და აფთიაქებში უკვე ხელმისაწვდომია.


ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი მარგველაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ შემოსული მედიკამენტებიდან ფასის სხვაობა გამოიკვეთა რამდენიმე დასახელებაზე, ზოგირთი წამლის ფასმა შესამჩნევად დაიკლო, თუმცა ზოგიერთის შემთხვევაში ფასის უმნიშვნელო სხვაობაა.


„თურქული მედიკამენტების შემოტანამ მედიკამენტების გარკვეული ნაწილის ფასები მნიშვნელოვნად შეამცირა. თუმცა, იქედან გამომდინარე, რომ თურქეთში ყველა მედიკამენტი იაფი არ არის, ზოგიერთ წამალზე ფასი ვერ ან ძალიან მცირედით შეიცვალა,“ – ამობს მარგველაშვილი.


მისივე თქმით, როგორც სამინისტროში განაცხადეს, კომუნიკაცია არის თურქულ მხარესთან, რომ მოხდეს ინფორმაციის გაცვლა თურქულ ბაზარზე ამა თუ იმ მედიკამენტზე შესაძლო ფალსიფიკაციის ინფორმაციის შესახებ, ხოლო სხვა სახის მნიშვნელოვანი ცვლილებები ხარისხის კონტროლისა და უსაფრთხოების მიმართულებით არ არის.


„ამ პროცესში ჩვენი ასოციაციაც აქტიურადაა ჩართული და სამინისტროს ვაწვდით ყველა ახალ ინფორმაციას, რაც თურქეთში ფარმაცევტულ ბაზარს ეხება, რომ სახელმწიფომ თავიდან აირიდოს ფალსიფიცირებული მედიკამენტების იმპორტი. კიდევ ერთხელ ვადასტურებ იმ ფაქტს, რომ თურქეთიდან მედიკამენტების შემოტანას მაღალი რისკი აქვს, რადგან თვითონ იქაურ ბაზარზე ფალსიფიკაციის მაღალი დონეა. სამინისტრომ განაცხადა, რომ ხარისხის კონტროლის კუთხით გარკვეული ცვლილებებია დაგეგმილი და ველოდებით კონკრეტულად რა ცვლილებებზეა ლაპარაკი.



მინდა აღვნიშნო, რომ ლაბორატორიის შექმნა ძალიან კარგი და საჭიროა. თუმცა რამდენიმე ასეულ იმპორტიორს რომ ძალიან მცირე რაოდენობით, 10–20 კოლოფი მედიკამენტი შემოაქვს, შეუძლებელია ამის შემოწმება. როდესაც მსხვილი პარტია შემოდის ქვეყანაში, ამ შემთხვევაში მისი შემოწმება ლოგიკურია, რისთვისაც სახელმწიფომ ხარჯებიც უნდა გაიღოს. ლაბორატორია მნიშვნელოვანია, თუმცა ჩვენი ტიპის ფარმაცევტული ბაზრისთვის, ეს არ არის ხარისხის კონტროლის მთავარი მექანიზმი,“ – აღნიშნავს ირაკლი მარგველაშვილი.


ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის ინფორმაციით, თურქეთიდან უკვე 20-მდე დასახელების მედიკამენტია შემოსული, რომელიც აფთიაქებში იყიდება. ფასი კი, ზოგიერთ შემთხვევაში 80-90%-ით არის შემცირებული. თუქრეთიდან ჯამში 200 დასახელების მედიკამენტი შემოვა საქართველოში, რაც ფასს მნიშვნელოვნად შეამცირებს.


გარდა ამისა, პრემიერის თქმით აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, რომ ქვეყანაში წამლის ხარისხის ლაბორატორია შეიქმნას.



business-partner.ge






თეგები:
იმპორტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up