ასოციაცია: ფარმაცევტული კომპანიისა და სამედიცინო პერსონალის ურთიერთობის წესია შემოსაღები

ასოციაცია: ფარმაცევტული კომპანიისა და სამედიცინო პერსონალის ურთიერთობის წესია შემოსაღები

access_time2022-04-14 10:00:00

„ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაცია“ წამლის რეცეპტის გამოწერის წესის შეცვლას ნაადრევად მიიჩნევს. კერძოდ საუბარია, რეცეპტის გამოწერაზე, რომელიც მხოლოდ ჯენერიკული დასახელებით მოხდება.


როგორც ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი მარგველაშვილი „ბიზნესპარტნიორის“ გადაცემაში ამბობს, ამ პროცესში შემოსაღებია წესი, რომელიც ფარმაცევტული კომპანიისა და სამედიცინო პერსონალის ურთიერთობას დაარეგულირებს.


„ახალი წესის შემოღება, ტექნიკურად ფარმაცევტებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. 4 000-მდე მედიკამენტი შევიდა იმ სიაში, რომელიც შეიძლება შესთავაზოს ამ პროცედურის ფარგლებში.


ჩვენ გვიჩნდება კითხვა, ხომ არ მოხდება ამ პროცესის შედეგად ფარმაცევტზე პასუხისმგებლობის გადასვლა მკურნალობის შედეგებთან დაკავშირებით. მკურნალობის შედეგში მნიშვნელოვანია, რა წამალს მოიხმარს, 2 ერთნაირი წამალი კი არ არსებობს.



ჩვენ გვჭირდება რეგულაცია, გარკვეული წესი, რომელიც ფარმაცევტულ კომპანიასა და სამედიცინო პერსონალს შორის ურთიერთობას დაარეგულირებს. თუ ასეთი წესი არ იქნება შემოღებული, რომელიც ბევრ ქვეყანაშია აპრობირებული, მხოლოდ ეს ზომა სასურველ შედეგს ვერ გამოიღებს.


ასეთი ტიპის გამოწერა, მხოლოდ აქტიური ნივთიერებით, არ არის ევროპის ყველა ქვეყანაში. ევროპის ნახევარზე მეტ ქვეყანაში გრძელდება ბრენდის გამოწერა. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა ნაკლები თანხა დახარჯონ. მაგრამ, ზოგი ჯენერიკული ბრენდზეც უფრო ძვირი ღირს“, - აღნიშნა ირაკლი მარგველაშვილმა.


მისი თქმით, იმისათვის, რომ აფთიაქში სწორი მედიკამენტი შესთავაზონ, მედიკამენტების „პოზიტიური სია“ კიდევ უფრო გასაფილტრია.


„ეს ფილტრი საკმარისი არ არის, კიდევ უნდა გაიაროს მეტი ხარისხობრივი ფილტრი. ამაზე მუშაობა მიმინარეობს. 2-3 კვირს განმავლობაში შემდეგ ეტაპზე გადავალთ“, - განაცხადა ირაკლი მარგველაშვილმა.


შეგახსენებთ,რეცეპტის გამოწერის წესი 11 აპრილს შეიცვალა. ექიმი ვალდებულია, წამალი მხოლოდ გენერიკული, ანუ საერთაშორისო დასახელებით გამოწეროს და არა კონკრეტული მწარმოებლის ბრენდის მიხედვით.


business-partner.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up