ასოციაცია სადისტრიბუციო მანქანებისთვის სპეციალური საპარკინგე სივრცეების გამოყოფას ითხოვს

ასოციაცია სადისტრიბუციო მანქანებისთვის სპეციალური საპარკინგე სივრცეების გამოყოფას ითხოვს

access_time2022-10-28 13:30:00

დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია სადისტრიბუციო მანქანებისთვის სპეციალური საპარკინგე სივრცეების გამოყოფას ითხოვს.


როგორც ასოციაციის პრეზიდენტი, ივა ჭყონია „ბიზნეს ფორმულასთან“ განმარტავს, ერთი მხრივ, სპეციალური საპარკინგე სივრცის არარსებობის, ხოლო მეორეს მხრივ გაზრდილი ჯარიმის გამო, დისტრიბუტორებს პროდუქციის მიწოდება საკმაოდ ძვირი უჯდებათ, რაც სექტორიდან კადრების გადინებას იწვევს.


„ყოველდღე ათამდე კომპანია მაინც მიგზავნის შეტყობინებას იმის შესახებ, თუ როგორ მიზანმიმართულად აჯარიმებს მათ პატრული. ამ დროს კი ჯარიმები გახუთმაგებულია და ეს პირდაპირ აისახება მუშახელის გადინებაზე. ჩვენს სექტორში როცა უწევთ ამხელა ჯარიმების გადახდა, უბრალოდ იძულებულები ხდებიან სამსახურიდან წავიდნენ. დამერწმუნეთ, კადრები ისედაც გვიჭირს, მით უმეტეს C კატეგორიის მძღოლი სანთლით საძებარია და ამ დროს მათ არასწორად უწერენ ჯარიმებს. მინდა ვუთხრა ჩვენს ძვირფას მთავრობას, რომ ეს ჯარიმები არასწორია იმიტომ, რომ როდესაც საპარკინგე ადგილი ჩვენთვის გამოყოფილი არაა, იძულებულები ვართ მანქანა სავაჭრო წერტილთან გავაჩეროთ და ისე მოვამარაგოთ. სხვანაირად, ხომ, წარმოუდგენელია. იმის ფუფუნება არ გვაქვს, რომ მაღაზიებს პროდუქტები დრონებით მივაწოდოთ. შესაბამისად, ჯერ დისტრიბუტორებისთვის საპარკინგე ადგილზე იფიქრეთ და შემდეგ გაზარდეთ ჯარიმები“, - ამბობს ივა ჭყონია.


დისტრიბუტორებთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარების მიზნით ასოციაციამ შესაბამის უწყებებს ოფიციალური წერილით უკვე მიმართა. მომდევნო კვირას დაგეგმილია შეხვედრა ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილთანაც და როგორც ივა ჭყონია ამბობს, თუ სექტორის მიმართ გარკვეული სახის შეღავათი არ ამოქმედდება, კომპანიების უმეტესობა გაჩერდება, მაღაზიის დახლები კი დაცარიელდება.



„შესაბამის უწყებებს წერილი უკვე გავუგზავნეთ, მათ შორის თბილისის საკრებულომ თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ დაგვავალა, რომ მივაწოდოთ იმ კრიტიკული ადგილების სია, სადაც სადისტრიბუციო კომპანიებისგან სპეციალური ადგილები უნდა გამოიყოს და მისგან მივიღეთ დაპირებაც რომ ეს საკითხი მოგვარდება. თუმცა, საქმე იმაშია, რომ ეს პროცესი აუცილებლად დროში გაიწელება, მინიმუმ ნახევარი წელი, იქამდე კი სექტორში მუშახელი უბრალოდ აღარ დარჩება. ამიტომ, ახლა ლევან დავითაშვილისგან ველოდებით გარკვეული მორატორიუმის აღების უფლებას. წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანიები გაჩერდებიან და დახლები დაცარიელდება. პრობლემები შეექმნება ჰორეკა სექტორსაც და ეს ყველაფერი ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მძიმე დარტყმა იქნება. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ჯარიმა არ უნდა არსებობდეს. ვემხრობით მის მოქმედებას, რადგან კანონდარღვევა არ წახალისდეს, მაგრამ ამ გაღატაკებულ ქვეყანაში როცა გადასახადს 50 ლარს ხდი და დისტრიბუციისთვის საპარკინგე ადგილიც არაა, ესაა დანაშაული“, - აცხადებს ივა ჭყონია.


შეგახსენებთ, დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, პარკირების წესების დარღვევისთვის ჯარიმების ოდენობა გაიზარდა. კახა კალაძის თქმით, ქალაქში წესრიგის დამყარების მიზნით ჯარიმების გამკაცრება აუცილებელი გახდა.


თითქმის ყველა სახის ჯარიმა მინიმუმ გასამმაგებულია. ზოგიერთ შემთხვევაში, თანხა უფრო მეტია და მათ შორის, თბილისში პარკირების საფასურის გადახდის გარეშე პარკირებისთვის ჯარიმა 10 ლარის ნაცვლად 50 ლარი გახდება.


„ბიზნეს ფორმულა“ 







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up