ასოციაცია: სასურსათო უსაფრთხოებისთვის წისქვილკომბინატები უნდა ამუშავდეს

ასოციაცია: სასურსათო უსაფრთხოებისთვის წისქვილკომბინატები უნდა ამუშავდეს

access_time2022-06-28 21:00:00

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა მთავრობის გადაწყვეტილებას ერთი წლით აკრძალოს საქართველოს ხორბლის და ქერის იმპორტი, დადებითად აფასებს, თუმცა, აღნიშნავს, რომ როდესაც ქვეყანას ადგილობრივი ხორბალი არ ჰყოფნის, მათ შორის უსაფრთხოებისთვის (ეს არის წლიური მოხმარების 10%-ი), მთავრობამ კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა გადადგას, საუბარია წისქვილკომბინატების ამუშავებაზე.


სილაგავას განცხადებით, ასოციაცია მთავრობას შეთავაზების სახით ახალ კონცეფციას სთავაზობს, რომლის განხორციელების შემთხვევაშიც, ქვეყანაში ამუშავდება დახურული წისქვილკომბინატები, შეიქმნება სამუშაო ადგილები, შენარჩუნდება ბიზნესი და ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება 2-3 თვიან პერიოდში გარანტირებული იქნება.


„მთლიანობაში ყველა სახელმწიფო ზრუნავს სასურსათო უსაფრთხოების მაღალ დონეზე დაცვას. გუშინ გაეროს გენერალური მდივანმა ყველა ქვეყნის მთავრობას მოუწოდა ბიზნესთან კომუნიკაციით იზრუნონ სასურსათო უსაფრთხოებისთვის. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ გვაქვს ადგილობრივი ხორბლის მოხმარების დაახლოებით 10%-ი, შესაბამისად, თუ მთავრობის გადაწყვეტილებით წისქვილკომბინატები დაიწყებენ მუშაობას,თავისთავად ცხადია ისინი იმუშავებენ როგორც ადგილობრივ ხორბალზე, ისე დაიწყებენ ხორბლის იმპორტით შემოტანას, შესაბამისად, აღადგენენ იმ 2 თვიან მარაგებს, რომელიც ბუნებრივად საჭიროა წისქვილკომბინატების მუშაობისთვის,“-აცხადებს სილაგავა.


საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა აცხადებს, რომ დღეს სექტორში ორი გამოწვევაა - სასურსათო უსაფრთხოებისთვის მარაგების არსებობა და პურის ფასი.


ამის გათვალსიწინებით, ასოციაცია მთავრობას სთავაზობს შემოღებულ იქნას ხორბლის იმპორტის მსგავსად, გადასახადი იმპორტირებულ ფქვილზეც,რაც გააწონასწორებს მდგომარეობას. სილაგავას ინფორმაციით, ასეთ დროს გაიზრდება იმპორტირებული ფქვილის ფასი, თუმცა, წისქვილკომბინატებს ამუშავების საშუალებას მისცემს.



„თუ შემოვა დამაბალანსებელი გადასახადი, ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ თვეში 7 000 ტონა (ქვეყანას თვეში 30 000 ტონა ფქვილი სჭირდება) ფქვილს მივაწვდით პურის ქარხნებს იმ ფასად, რომელიც უზრუნველყოფს პურის ფასის შენარჩუნებას. დადებითი ეფექტი იქნება ასევე ის, რომ აღვადგენთ სამუშაო ადგილებს, ქატოს გამოშვებას მეცხოველეობაში (ქატო ხორბლის დაფქვის შედეგად მიიღება, დღეს ეს იმპორტით შემოდის). ანუ, ჩვენი მოგების შემცირების ხარჯზე პურის ფასზე ვიღებთ ვალდებულებას,“-აცხადებს სილაგავა.


როგორც ცნობილია, მთავრობამ 4 ივლისიდან 2023 წლის 4 ივლისამდე, საქართველოდან ხორბლის და ქერის ექსპორტი აკრძალა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, ადგილობრივი წარმოების ხორბლის და ქერის რეალიზაცია მხოლოდ შიდა ბაზარზე განხორციელდეს.


მინისტრის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო სრულად დამოკიდებულია ხორბლის იმპორტზე (ყოველწლიურად 500 ათასი ტონა) და მცირე წარმოების გამო ექსპორტს ვერ ახორციელებს, შექმნილი ვითარება აჩენს რისკს, ქვეყნიდან გარკვეული რაოდენობის ხორბალი ექსპორტზე გავიდეს.


რაც შეეხება წისქვილკომბინატებს, ხორბალზე რუსეთის მიერ დაწესებულმა ექსპორტის გადასახადმა პრობლემები რამდენიმე მიმართულებით შექმნა და მთავრობა არჩევანის წინაშე დააყენა - გაძვირებულიყო პური, როგორც სოციალური პროდუქტი თუ წისქვილკომბინატებისთვის არახელსაყრელი გარემო შექმნილიყო. მთავრობამ მეორე ვარიანტი აირჩია, ერის შემდეგაც წისქვიკმობინატებს პრობლემები ექმნებათ. რამდენიმე მცირე საწარმო დაიხურა კიდეც.


business-partner.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up