ასოციაცია ტექინსპექტირების ტარიფების გადახედვას ითხოვს

ასოციაცია ტექინსპექტირების ტარიფების გადახედვას ითხოვს

access_time2022-11-02 15:00:35

სავალდებულო ტექინსპექტირების რეფორმა რამდენიმე წლის წინ განხორციელდა. პანდემიური პროცესების პარალელურად მიმართვიანობა შემცირებული იყო, თუმცა ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციაში საუბრობენ გარკვეულწილად გადასახედია  ის ტარიფები, რაც  რეფორმისა და ტექინსპექტირებისთვის დასაწყისში დაწესდა. როგორც რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტს  დილა“ ავტომობილების ტექინსპექტირების ორგანოების ასოციაციის თავმჯდომარემ ვაჟა იორდანიშვილმა განაცხადა, ტექინსპექტირებაზე ტარიფი 2018 წელს დაწესდა და დღეს ქვეყანაში არსებულ გაძვირებულ ფონზე გადახედვას საჭიროებს.

მისივე თქმით, გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ ყველა ცენტრი  საერთაშორისო  სტანდარტის შესაბამისად  არის  აღჭურვილი, რაც ნიშნავს და გულისხმობს იმას, რომ  შენობა-ნაგებობები პერსონალი, ხელსაწყოები და სხვა ყველაფერი საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

 

„ბაზარზე 42 ორგანიზაციაა, რომლებსაც 73 რესპუბლიკის მასშტაბით 73 ლოკაცია აქვთ. რაც შეეხება ტარიფებს მე გამიჭირდება იმის  თქმა რა და როგორ უნდა იყოს. კარგი იქნება თუ ამ მიმართულებით  შეიქმნება გარკვეული სამუშაოო ჯგუფი, რადგან ეს ტარიფი  დადგენილია მთავრობის მიერ და ბიზნესს არ აქვს საშუალება, რომ  გადახედოს ან თავისი ტარიფი დააწესოს. ამიტომ ვფიქრობ, რომ საჭიროა სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომლებიც იმსჯელებენ ამ  თემაზე. როდესაც დაწესდა ეს  ტარიფი რა იყო გათვალისწინებული მაშინ და  დღევანდელი მოცემულობით რა  ხარჯებთან  არის დაკავშირებული და რა თვითღირებულებაა, შესაბამისად  უნდა გავითვალისწინოთ მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა, რომ ეს მათ დიდ ტვირთად არ დააწვეს“, - აღნიშნა ვაჟა იორდანიშვილმა.

 

იორდანიშვილის თქმით, პრობლემა კომპლექსურია და ყველაზე მთავარი ამ პრობლემაში არის მიმართვიანობა. საქართველოში რეალურად მილიონ ნახევარი ავტოსატრანსპორტო საშუალებაა და ტექინსპექტირებას 750 000 გადის.

 


„ავტომანქანების დანარჩენი ნაწილი დიდი ალბათობით არ გადის ტექინსპექტირებას და  ჯარიმებით გადაადგილდება, ისიც თუ  დაიწერა, რადგან ვიცით რომ ჭკვიანი კამერები გაუმართავად მუშაობენ, მაგრამ ის  რასაც გზებზე ვხედავთ, ანუ ავტომობილებს, რომლებსაც მოჭარბებული კვამლი აქვთ და გაუმართავია ეს დიდი ალბათობით ის სატრანსპორტო საშუალებებია, რომელიც  ტექინსპექტირებას არ  გადიან. რაც შეეხება გამონაბოლქვს ეს ძალიან სერიოზული პრობლემა და საპირწონეზე დგას ავტომობილს გამოსწორება გამართულობა და ყველა ჩვენგანის ჯანმრთელობა. დაბინძურებული ჰაერის 70%-ი სწორედ ავტომობილებზე მოდის.

 

აქედან გამომდინარე ჩვენთან ტექინსპექტირების  რეგლამენტში გვიწერია, რომ  თუნდაც  ჯდებოდეს პარამეტრები დასაშვებ ნორმებში, მაგრამ ჰქონდეს ხილული კვამლი ან მოჭარბებული კვამლიანობა, ასეთი სატრანსპორტო საშუალება ტექინსპექტირებას ვერ გადის.

 

სხვათაშორის კანონპროექტი შეტანილია და განიხილავენ, რომ ხილული კვამლი გახდეს  დაჯარიმებადი. ეს  რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვან ბერკეტი იქნება და მნიშვნელოვნად  გამოასწორებს მდგომარეობას, რადგან თუ მომართვიანობა გაიზრდება და  ყველა ავტომობილი გაივლის ტექინსპექტირებას და გზაზე კონტროლიც გამკაცრდება ეს მყისიერ  შედეგს მოგვცემს“, - აღნიშნა ვაჟა იორდანიშვილმა.

 

იორდანიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ტარიფების  გადახედვის კუთხით  ჯერჯერობით არანაირი კომუნიკაცია და მოლოდინები არ არის.

 

თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up