უახლოეს დღეებში, ერთი ტომარა ფქვილი შესაძლოა 82-83 ლარამდე გაძვირდეს

უახლოეს დღეებში, ერთი ტომარა ფქვილი შესაძლოა 82-83 ლარამდე გაძვირდეს

access_time2022-06-16 18:30:46

რა პრობლემებს ქმნის საქართველოში მოქმედი ყველა დიდი წისქვილკომბინატის მუშაობის შეჩერება? - მიზეზებზე „კომერსანტის დილის“ ეთერში  ხორბლის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან სილაგავამ ისაუბრა.


როგორც ცნობილია, ხორბლის მწარმოებლები ამბობენ, რომ წისქვილკომბინატების მუშაობის  შეჩერება გამოწვეულია იმით, რომ  ხორბალზე იმპორტის დროს დაწესებულია მცურავი ბაჟი, ხოლო ფქვილზე ეს არის 0%.


„დღეს ერთ ტონა ხორბალზე ბაჟის  საფასური არის 120$ და ეს  დისბალანსი  იწვევს  იმას, რომ ფქვილის  იმპორტმა ადგილობრივი წისქვილკომბინატების მიერ გამომუშავებული ფქვილის წარმოება ჩაანაცვლა, შედეგად საქართველოში არსებული ფაქტობრივად  ყველა წისქვილკომბინატი გაჩერებულია“, - აღნიშნა ლევან სილაგავამ.

 

„თუ მარტში ადგილობრივი  წისქვილის ფქვილის ფასი იყო  70 ლარი, ხოლო იმპორტირებულის 67 ლარი,  ერთ თვეში  დაეწია  და  გადააჭარბა,  შესაბამისად  ჩვენ ეს სხვაობა გვაქვს ამოსავსები. ამიტომ ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ  თუ კი დამაბალანსებელი  გადასახადი  შემოვა, ფქვილის ის  რაოდენობა, რომელიც ფართო მოხმარების პურის ფასისთვის არის განკუთვნილი, მივაწოდოთ  ქარხნებს  ფიქსირებულ  ფასად. რაც საშუალებას მისცემთ, რომ პური არ  გაძვირონ“, - აღნიშნა ლევან  სილაგავამ. 

 


სილაგავას  განმარტებით ხელისუფლების მხრიდან ამ პრობლემის მოგვარებისადმი მზაობა არის. ხორბლის მწარმოებელთა ასოციაცია და ხელისუფლება ახლა იმ  წერტილში არიან, სადაც  ბალანსის დაჭერა შესაძლებელია.


„აუცილებელია  წისქვილკომბინატების  მუშაობა. რადგან პურის  მწარმოებლებსაც მიაჩნიათ, რომ ადგილობრივი  წისქვილკომბინატების მუშაობის  შედეგად ფქვილის მიწოდება უფრო სტაბილურია. ახლა  ცოტა  ქაოტურად  ხდება ეს  ყველაფერი, იმიტომ  რომ ფქვილი შემთხვევითი პრინციპით მოდის, რაც  ტექნოლოგიურ  პროცესს  აფერხებს.  ანუ მიწოდება სავაჭრო  პარტიებად არ  არის  ჩამოყალიბებული, რაც სერიოზულ პრობლემას ქმნის“, - აღნიშნა ლევან სილაგავამ.

 

როგორც  სილაგავამ განმარტა, სანამ  ერთნაირი საგადასახადო  პირობები  იყო, ბაზარზე 97% იყო ადგილობრივი  წისქვილკომბინატების  ფქვილი, ხოლო იმპორტირებული 3%.


დღეს ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომავალი კვირიდან, კონკრეტულად რუსული წარმოების ფქვილის ფასი, შესაძლოა, ერთ ტომარაზე 82-83 ლარამდე გაიზარდოს, როდესაც დღეს მისი ღირებულება 78 ლარია. 


ცნობისთვის, ოფიციალური სტატისტიკით, აპრილში საქართველოში იმპორტირებულია 8 181 ტონა ხორბალი და მესლინი (2.9 მილიონი აშშ დოლარი), რაც 2021 წლის აპრილის მაჩვენებელზე, 31 140 ტონაზე (7 364 მილიონი აშშ დოლარი), 73%-ით ნაკლებია. წელსაც ქვეყანაში ხორბლის მთავარი შემომტანი რუსეთია - აპრილში ჩრდილოელი მეზობლისგან 8 117 ტონა ხორბალი ვიყიდეთ, რაც მთლიანი რაოდენობის 99%-ია. დანარჩენი 1% ყაზახეთსა და ავსტრიაზე მოდის.


თაკო კვაჭანტირაძე






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up