ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულები

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულები

access_time2022-01-18 14:30:00

საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიურ სფეროებს ხშირად მომავლის დარგებად მოიხსენიებენ, თუმცა თუ გადავხედავთ კაცობრიობის განვითარების ბოლოდროინდელ ტემპებს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ STEM უკვე დღევანდელობაა, ხოლო მისი პოპულარიზაცია — აუცილებელი.


სწორედ ამ მიმართულებების გაძლიერებას ემსახურება ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი, რომელსაც ათასწლეულის ფონდი აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს. 2014 წლიდან დღემდე კონკურსმა 2000-მდე ახალგაზრდას მისცა ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების შესაძლებლობა.


წელს პროექტს 11 ფინალისტი გუნდი ჰყავდა — ისინი პროექტებს კოსმოსისა და ავიაციის, რობოტექნიკის, მობილური ტექნოლოგიებისა და აპლიკაციების, განათლების, გარემოს დაცვის და სხვა მრავალი მიმართულებით ავითარებენ. ეს გუნდები არიან BRAINS, Elves, W.A.T, Qminds, Memory Effect, ოთხი კიტრი, ხელმარჯვე ოსტატები, მწვანე მომავალი, SoSSer Group, იზოტოპები და Goal Digger. პირველ ადგილზე გასული გუნდი აშშ-ში NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში, ჰიუსტონის კოსმოსურ ცენტრში იღებს მონაწილეობას. მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები, ასევე, მონაწილეობენ საერთაშორისო STEM პროექტებში, ხოლო სხვა ფინალისტი გუნდები სხვადასხვა პრიზით ჯილდოვდებიან.


აღსანიშნავია, რომ უკვე რამდენიმე წელია, კონკურსის პარტნიორია თიბისი, რომლის ფინანსური მხარდაჭერით, გასულ წლებში გამარჯვებული გუნდები აშშ-ში გაემგზავრნენ და NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა. თიბისი კონკურსის უცვლელი მხარდამჭერია წელსაც და იგი რჩეული გუნდისთვის სტიპენდიას აწესებს.


ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალი წელს, 12 იანვარს გაიმართა, სადაც გამარჯვებულები გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ.



მესამე ადგილზე გასულმა გუნდმა Goal Digger – ს, შექმნა „რობოტი მასწავლებელი“ - ინოვაციური ვირტუალური და რეალური რობოტი მასწავლებელი, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ როგორც მასწავლებლის დამხმარე „კოლეგა“. ის მოსწავლეს ასოების, ფერების, ფიგურების, პირობითი ნიშნების ათვისებაში ეხმარება.


მეორე ადგილზე გავიდა გუნდი Memory Effect, რომელმაც შექმნა „სმარტ კოსტუმი“ ნითილონის ნივთიერების გამოყენებით. იგი ადამიანის სხეულის მოძრაობას აფიქსირებს და კიდურებს ნითინოლში დენის გატარების საშუალებით ამოძრავებს.


კონკურსის მთავარი პრიზი – ამერიკის შეერთებულ შტატებში, NASA–ს საზაფხულო ბანაკში გამგზავრება და პირველი ადგილი კი გუნდმა Elves–მა მოიპოვა. მათი პროექტის ამოცანა დახურულ სივრცეში, ჰაერის ვირუსებისგან, ბაქტერიებისგან, სპორებისგან და მტვრის ნაწილაკებისგან გაწმენდაა. ამისათვის ისინი კარბონის ნანობოჭკოების გამოყენებით დაბალ ძაბვაზე ფუნქციონირებად ჰაერის იონიზატორს აწყობენ.


Elves–ის წევრის, მარიამ მიქაძის თქმით, კონკურსის განმავლობაში მისი და მისი თანაგუნდელების გამოცდილება ამაღლდა. “ჩვენი გუნდი გაიზარდა, მოგვეცა საშუალება დავლაპარაკებოდით ჟიურის წევრებს, ათასწლეულის ფონდის თანამშრომლებს, წარგვედგინა ჩვენი პროექტი, მოგვესმინა მათი აზრი და დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პროექტი გვაძლევს ყველაფერს, რაც სჭირდება და უყვარს ინოვაციებით სავსე ახალგაზრდობას”.


ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და ნასას კოსმოსურ ცენტრთან თანამშრომლობით ხორციელდება.


NS



თეგები:
კონკურსი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up